კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:40
Advertisement

 

 

 

გაბრიყვდა არაბი-ფაშა,

უბედური და მზებნელი!...

ნეტავ ვის ეურჩებოდა

თავისუფლების მძებნელი?


განა სიმართლე რომ ჰქონდა,

მისთვის ჰყვიროდა “ალლასა”?

გინდა ცამდინაც სტყუოდეს,

ვინ გაამტყუნებს ძალასა?


კაცობრიობის სინიდისს

აბა რა მოუმატია?

ადრინდელ ბარბაროსობას

დღეს ჰქვია დიპლომატია!..


თუ ვაჟკაცურად კაცსა ჰკლავ,

მაშინ ხარ ჩინგის-ყაენი,

და ქვეყნის გმირი, თუ მოძმეს

ჰღალატობ, როგორც კაენი.


უსამართლობა წინ მიდის

კანონიერის გზებითა:

სრული უფლება ეძლევა

სხვადასხვა კონგრესებითა.


სჯულის ფიცარი გაფხიკეს,

ზედ მცნება აღარ სწერია;

და ისტორია ჩვენ დროში

მეჭორე დედაბერია!


ძალაა ქვეყნის დიდება!

ჭეშმარიტება არს ძალა!

წესები ისევ ძველია,

მხოლოდ გზა გამოიცვალა!


ეს არ სცოდნია არაბსა,

იმ საბრალოს და მზებნელსა!...

სხვისი იმედი რას არგებს

თავისუფლების მძებნელსა? 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen