კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:53
Advertisement

 

 

 

კაცი ის არის, ვინც მისდევს

დიდის მოძღვრისა მცნებასა,

ვინც მოძმეს გულსა გაუხსნის,

თავს ააცილებს ვნებასა.


ქვრივ-ობლებს ცრემლებს მოსწმენდავს,

მოუსპობს გაჭირვებასა,

იბრძვის და იბრძვის ერისთვის.

ქვეყანას მისცემს შვებასა -


კაცი ის არის, ვინც მამულს

გამოადგება შვილადა,

ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,

თავი სამსხვერპლო წილადა.


ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,

მისი ღიმილი ლხინადა,

ვინც მისთვის თავსა შესწირავს,

მას შამოავლებს ფთილადა!


კაცი ის არის, ვინც მამულს

ეტრფის და ეთაყვანება,

ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,

ვერც მისი მკაცრი ბრძანება.


ვისაც სამშობლოს ოხვრისთვის

ლომ-გული მოეფხანება,

ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,

მოწამეს დაემგვანება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen