კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:28
Advertisement

 

 

 

შენც ხომ გევალება, ჩანგო,

ეტრატებში თავი ჩარგო,

შენც იქნიო სხვებთან ერთად

ხმალი!

ხმალი არ ჩააგო!


დღისით - მცხეთის მეციხოვნე,

ღამით ფანასკერტელი ვარ!

ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი,

ზეგ - არმაზის კედელი ვარ!


ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით,

ის მწვერვალი აათავა:

ლომი ცოტნე, ლომი დავით

და ბოკვერი - პაატა ვარ!


მე - ვიყავი!

მე - ვიქნები!

მე - მარადის ვმეორდები!

მძევალი ვარ, და დღე-დღეზე

თავის მოჭრას ველოდები!


და ის მოკვეთილი თავიც

უნდა ეტრატებში ჩარგო!

ჩანგო, დაიხსომე ჩანგო:

ხმალი, ხმალი არ ჩააგო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen