როცა კვნესის გული, სულიც და თვალები გეწვის ცრემლით, როცა შველას გთხოვს მამული დღევანდელი და ის, ძველიც, როცა გიჭირს შინ და გარეთ და ქვეყანა ჩვენი გოდებს, ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს.
უარესობს დღე და წელი, დაიწყევლი ბედს თუ იღბალს სამშობლოს კი ვერ დაწყევლი. სამყოფელი ბევრჯერ გვართვეს გვიბუგავდნენ ტაძარს, ოდებს, ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს.
უთქვამს მწერალს, გვიან ცხვება კვერი ობლის, ჩვენი ენა არის რწმენა, რელიგია ერთად ყოფნის. მუსლიმ ძმების ვზიდავ დარდებს, სიტყვა ართვინს თქმული მომდევს, ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს.
გული - ნატვრის ოკეანე, ითხოვს: - ქვეყნის სუნთქვის ქარო, მომეფარე, მომეთბუნე. საქართველო თუ სულ თან გდევს შეცვლი დროსაც დაუნდობელს, ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს. |