კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:34
Advertisement

 

 

 

ეს ფერადი მინდვრები,

ეს ნახატი ჭალები,

მკერდზე ყაყაჩოები

ცეცხლად რომ გასჩენიათ,

მარადმწვანე ქედები,

მთები დათოვლილები,

ბორცვია თუ ტაფობი,

ხევია თუ ფშანია,

ამერი და იმერი

აღმართით და დაღმართით,

მიწა - ასიათასჯერ

სისხლით გადანამული, - 

კარგად დაიმახსოვრე,

კარგად დაიმახსოვრე.

კარგად დაიმახსოვრე -

არის შენი მამული.

დიდი წიგნი რუსთველის,

დედაენა ქართული,

განძი, რაც შეუქმნია

ჩვენი ხალხის გენიას -

ტაძრები და კოშკები,

ქალაქები, სოფლები,

არის ახლად ნაგები

თუ ძალიან ძველია,

ჩაიძვრინე გულშიაც,

ჩაიძვრინე სულშიაც,

მერე ვაივაგლახად

გვერდს ნურაფერს აუვლი,

გაუფრთხილდი, ძვირფასო,

მართლაც თვალისჩინივით,

რადგან ეს ყველაფერი

არის შენი მამული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen