კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:26

 

 

 

უამინდობით ნუ იავადებ,

მამულო, ერთი ხელის დადებავ,

შენს ერთგულებას დამაბრალებენ

ქვეყნად ყველაზე წმინდა ბრალდებას.


გადასისხლული და ნატყვიარი

მე შენთან მომაქვს სულიც, სხეულიც

ჩემგან ჩემს მერე ეს ხომ დარჩება -

ცხელი გული და ძველი რვეული...


ვერ ვიდავითე, ვერც ვიერეკლე,

ვერც რას ფერს გმატებ, ვერც სახელს ხმიანს,

მაგრამ ერთს მაინც ავეფარები

ღალატით შენკენ გასროლილ ტყვიას.


ჭირის წამლად და წყლულზე მალამოდ

დაგადნები და დაგენაყები,

ოღონდაც შენ ნუ ნაქალაქარი,

ნაყანები და ნავენახები...


რა უფლება მაქვს, შენზე დალხენილს

გულით დამქონდეს შენი ხატება,

ისევ აქ მომკლან სიყვარულისთვის,

მამულო, ერთი ხელის დადებავ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ