კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:25
Advertisement

 

  მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

 

ლეგენდად ქცევა, სინამდვილეს დრო და დრო შვენის,

დღევ უფერულო, უკვდავება თურმე გელოდა!

უგრძესად იქცა უმოკლესი სიცოცხლე შენი,

თავადიშვილო, იმ შორეულ საქართველოდან.


მოგკლეს და მაინც ეგ სიკვდილი სიკვდილს არ ჰგავდა,

აღარ დასცალდათ შენი სულის გვემა ტიალებს,

შენი გმირობა რადგან უკვე იქცა არაკად,

შენზე სათქმელი რაღა რჩება მემატიანეს?!


პატარა ჯვარი უდაბნოში, ზეცის კარებთან,

შუბლზე კი ორი ნატყვიარი დაგრჩა იარად,

გმირობისათვის ერთი ტყვიაც ხომ იკმარებდა,

მაშ, ეს სიცოცხლე სიკვდილს ორჯერ რად ეზიარა?!


შენ ორი ტყვიით ორჯერ მოგკლეს კაცო ნათელო,

რომ შესწირვოდი შენს საფრანგეთს, შენს საქართველოს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen