კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

სიონში შუბლზე რომ გეფარა მუხის ფოთოლი

ვეება ლოდად გადაიქცა. ის ლოდი ფარავს

ახლა ჩვენს სახელს,

მაგრამ საქმე იცოცხლებს მარად.

შენ რომ ააგე შენი ხელით ციხე-გოდოლი,

ჩვენ დავაქციეთ. შეგაგინეთ, როცა გვაკურთხე,

როცა დაგვლოცე -

შიგ სახეში შემოგაფურთხეთ!..

ასეთები ვართ ჩვენ - სამშობლო ქვეყნის გამცემი

ნაძირალები

და მარადი ქონდრისკაცები!

შენახული გვაქვს შენი შუბლის გამხვრეტი ტყვია

ოქროს ლუსკუმით. სამეუფო მიწას რომ სცხია -

იმ შენი სისხლით თუ აღდგება ვინმე შენებრი

მოსაკვდინებლად მივვარდებით ისევ ჭენებით!..

ასეთები ვართ ჩვენ – სამშობლო ქვეყნის გამცემი

ნაძირალები

და მარადი ქონდრისკაცები!

"მარად და ყველგან" - რომ ამბობდი,

ჰო, მარად, ყველგან,

აწ და მარადის და ყოველთვის

დაზრდილებს შენგან

შენსავ ბუნაგში დავუხოცავთ იმ მურა ლეკვებს,

რომ არასოდეს შენნაირთა არ იყო მეკვლე!..

ასეთები ვართ ჩვენ - სამშობლო ქვეყნის გამცემი

ნაძირალები

და მარადი ქონდრისკაცები!

ასეთები ვართ

და ვიქნებით მუდამ, მარადღე

ჩვენ ასეთები,

რომ არასდროს მკვდრეთით არ აღდგე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen