გაუქმებული, ვით სახარება, კლდეზე ეკიდა ვარძიის კარი, ზე ჩანდა ფიქრი და გაქანება, ქვეშ - ხეობაში შეჭრილი მტკვარი.
გაოცებული მე გავყურებდი. გავდა ლოდები გადმომსხდარ ტალღებს და ტალღებს აჩნდა ნაფეხურები.
კლდე დაგვცქეროდა, ოსტატო ჩემო, საკვირველება, საკვირველება გადმომდგარიყო მდინარის ზემოთ!
როგორ დაჭედე ვარძიის კარი. როგორ გავარდა შენი სახელი, ვით გავარდნილი მდინარე მტკვარი.
ღელავდი, სცლიდი უხელო სურას… ერთგულ შეგირდთან როგორ მირბოდი და უთარგმნიდი ბუნების სურათს.
როგორ ხაზავდი გვირაბებს ფიქრში. როგორ მოქარგე შემდეგ მიდამო და მტკვრის ნაპირზე ვარძიად იშვი!
კლდეში გახსენი დარბაზთა რკალი, მთას წარუშლელი დაარტყი დაღი და აუხილე ოთხასი თვალი!
თმოგვის ციხეს და დანგრეულ ქალაქს, აქ შენი ძალა, როგორც ლანქერი, დასჯახებია კლდეების ძალას.
ვარძიის წყაროს კამკამი ვნახე, და მე ვიგრძენი, შენი ციკლონი როგორ იღებდა დარბაზის სახეს.
როგორ მოთავსდა განვლილ ხანაში: შენი ოცნება და გაელვება, გამოხატული ქვის მასალაში!
მტვრად დაფრქვევია ვარძიის უბეს. ვიცი, მტკვარია შენი მნახველი, მაგრამ დაბლობში დუმილი სუფევს.
გეძახის, გეძებს მთების უბეში! დიდო ოსტატო, ჩვენი თაობა გიხმობს მშრომელთა საუკუნეში.
ხალხს შეუნახეს მელექსის გვარი, - ქვა მდუმარეა და მოგონებას აღარ ინახავს ვარძიის კარი.
ხელი მარჯვენა, ელვის მაგვარი. ეგებ დაგღუპეს ხალხის მოკეთე და დასადაგე გახდა აკვანი.
რომლით დასძარი კლდენი პიტალო, ოცნების ქვასთან დაქორწინებით რომ აამღერე მტკვართან მიდამო, -
და ვენახივით მაღლა ახველი, ახლა წამოდექ, მძლე წინაპარო, გვამცნე გული და შენი სახელი.
გეძახის, გიხმობს მთების უბეში, შენი ოცნება და გაელვება ცოცოხლობს მშრომელთა საუკუნეში.
და გვაამაყებს შენი მარჯვენა. შენმა სვეტებმა, შენმა ჩუქურთმამ მაღლა აგწია და დაგამშვენა.
ქვაზე დაღვარე სულის ნაღველი, რადგან სახელი უკვე დაკარგე, ვარძია იყოს შენი სახელი. |