კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:23
Advertisement

 

 

 

არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ

დედა ვატირე მე მისი!

გულს შავი მიკლავს მე ნამყო

და არანაკლებ მერმისი.


კახეთი მოსრა აბასმა

დედა ვატირე მე მისიც!

ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა,

ძილი წაგვერთვა ნებისი.


ქართლი გათქერა თემურმა

დედა ვთქვა?! - რა ვთქვა მე მისი?!

ვინ მოთვლის, თავდადებული

რამდენი მოკვდა ერისთვის.


მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა

ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის;

კვლავაც ფეხზეა თამადა,

რაც, - რასაც ნიშნავს, - ქე იცი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen