კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:01
Advertisement

 

 

 

სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან

და ხეობიდან სისხლისფერი უბერავს ქარი,

სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან

ღონემიხდილი ღრიალებს ხარი.


სამაჩაბლოში მონასტრები გასხვისებულან

და იკორთიდან გაბზარული ჟღრიალებს ზარი:

სამაჩაბლოში ქართველები გახიზნებულან,

დაჟანგებულა დავითის ხმალი!


სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან

უბირი ხელით ანთებული ღრიალებს ღამე:

სამაჩაბლოში ქართველები დანაცრებულან,

ჭია-მატლები უნგრევენ კარებს!


ო, საქართველოვ, მახვილია გზა სიყვარულის,

შემოიქსოვე უძლეველი ჯაჭვის პერანგი!

ო, საქართველოვ, აბობოქრდი, გადაქართველდი,

ჩამოიბერტყე კალთებიდან მტერი ვერაგი!


სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან,

გარინდებულან ქართველები საქართველოში...

საქართველოში ქართველები არა კვდებიან,

იბადებიან ქართველები საქართველოში!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen