კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 05:37
Advertisement

 

 

 

მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრულ მოთქმიდან

ისმის ცხენის ჩქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.

იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან

ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?

მთავრის ყაბალახიანი,

ღამის ნაბდიანი

მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.

რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,

და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,

ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...

ვერ იქნება კოხტა გორა საქართველოს გოლგოთა!...

- მაშ გაფრინდი,  ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭწვრილო,

ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,

არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, -

ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი...

ჩქარობს,

ჩქარობს,

ჩქარობს

ავსებული ურვით,

ცოტნე დადიანი რაინდული გულით...


ისევ ისმის თქარუნი 

და ჭიხვინი რაშის,

ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.

მოჭენაობს,

მოგელავს

თოხარიკით...

ჩორთით...

ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...

ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით

ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.

ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული

პატარა საქართველოს რაინდული გული...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen