კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 06:33
Advertisement

 

 

 

წიწამურის გზა ცრემლმა წარეცხა,

გამუქდა ვარდი და იდილია...

რამდენად შორს ხარ,

უფრო მწარეც ხარ,

მიტომაც გქვია დიდი ილია.

ნაღველი მომდევს,

ვერც რამ წარხოცა,

ვედრება სადღაც განდევნილია...

ვაიმე,

სულთან როგორ ახლოს ხარ,

მიტომაც გქვია დიდი ილია.

ყაყაჩოს ველი ჰყვავის სისხლივით,

თითქოს ბრძოლებიც გადახდილია...

მაგრამ ხსოვნაში

კივის სირცხვილი,

როგორ გაგწირეს დიდი ილია.

შავდება ის დღე და იკაწრება,

გული სიმწრისაგან დაკოდილია...

ეს შენი ერი ვიღამ დასწყევლა,

ვინ გაგიმეტა დიდი ილია.

შენსკენ მოვქრივარ,

შენსკემ მოვქროდი...

თუმცა ეკლები გაწმენდილია...

გვიან შეგამკეს დაფნა-ოქროთი,

წმინდანად იქეც დიდი ილია.

კვლავ იზუზუნებს ვერაგის ტყვია,

თუ ერის ფიქრი დავრდომილია...

ალბათ

ისევე მამული გტკივა,

მამულზე დარდობ დიდი ილია.

აქ წიწამურთან მუხლზე დავეშვი,

თუმც მცხეთის ჯვარი დასევდილია...

კვლავაც ჩაუდექ ერს სათავეში,

მიტომაც გქვია დიდი ილია.

...წიწამურის გზა ცრემლმა წარეცხა?

მუქია ვარდი და იდილია...

რამდენად შორს ხარ,

უფრო მწარეც ხარ,

მიტომაც გქვია დიდი ილია.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen