კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 22:24
Advertisement

 

 

 

არაგველებო! სამშობლო გეძებთ! -

გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა,

რად სდუმან მთები მამულის მკერდზე

უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი.

არაგველებო! მამული მტკივა -

წამლად დამადეთ მამულის წყლულებს,

მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს

და ვერ ისვენებს მსოფლიო სული.

არაგველებო! რად გვინდა სისხლი -

თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა,

თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი

რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან.

არაგველებო! მოვკივი ქარებს

და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს,

არაგველებო! გაშალეთ მთვარე

და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ.

არაგველებო! სამშობლო მტკივა -

სამშობლო - უფლის მუხლთა სასვენი,

არაგველებო! ამინთეთ დილა

და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით.

არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს,

გონებავ ერის - სიფრთხილე გმართებს,

არაგველებო! სამშობლოს სტკივა,

სამშობლოს სტკივა - ღვთისმშობლის სანთელს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen