კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 12:29

 

 

 

რა ლამაზია თუშეთი

და ლაშარობა თუშური,

რქებჩაგრეხილი ჭედილა

სანთლით შუბლგადატრუსული.

ფერდობზე ჩამწკრივებული

კოხტა ვაჟი და ქალია,

ხევებში ამღერებული

შმაგი ალაზნის წყალია.

ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა,

ცეცხლზე შიშხინი მწვადისა,

გარმონზე აცეკვებული

თითები თუშის ქალისა.

თვალებს დავხუჭავ, კვლავ მოსჩანს

სადოღე ცხენთა კისრები

და ქორბეღელას ფერხულში

მგლისმუხლა მწყემსი ბიჭები.

პატარძალივით დამდგარან 

ლურჯკაბიანი ფიჭვები,

მიყვარს დართლო და ჩიღოს მთა, 

მათ სიყვარულით ვიწვები.

რა კარგი იყო თუშეთი 

და ლაშარობა თუშური,

რქებჩაგრეხილი ჭედილა, 

სანთლით შუბლგადატუსული.

ცვარმოდებული მწვადები 

ღადარზე გამოშუშული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ