მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა, ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე. სრული აბსურდია, ფერი გადასულა დამღაზე, გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს, მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? - სადაც მძიმე ბედი გარგუნეს, გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს, დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია - ფსალმუნი. მუხტი, ამბიცია, სისხლი, სიკვდილისფრად შეფერილს, ვეღარ მოაბრუნებ წარსულს ტიტრებივით ჩავლილს, აღარც ურდოა და არსად აღარ ჩანან მეფენი. დავთვერი და ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით, მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა, ესეც საქართველო, მისი სიკვდილით და სიცოცხლით!.. |