კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 07:11
Advertisement

 

 

 

მკითხავ, ტურფავ, რად არ ვმღერი, 

რად არ გასმენ ლექსს ნარნარს? -

სიმი გაწყდა ანაჟღერი

ცხელი ტყვია მოხვდა ქნარს!

ქვესკნელს პირი დაუღია,

კვნესა ჰხდება მთა და ბარს,

და სიცოცხლე წაუღია -

ჩაუძირავს სისხლის ღვარს!..

ვხედავ ქვეყნის ლამაზ მკერდსა,

დასერილსა და დამსკდარს...

ვარდის გვამზე, ვარდის ღმერთსა

ბულბულს უძრავს, ბულბულს მკვდარს!..

ფრთებსა მაღალ ოცნებისა

დაფლეთილსა, გადამწვარს,

და პირუტყვულ ჟინ-ვნებისა

კორიანტელს და შავს ქარს!..

ცამ გვიმუხთლა!.. შუბს გვიღერებს!..

უხვად სთესავს შიშს და ზარს,

გვიწვამს, გვინგრევს და გვიმტვერებს 

მისთვის ნაშენს ჩვენს ტაძარს!..

იმიტომაც ვეღარ ვმღერი!..

ვერ მოგასმენ ლექსს ნარნარს:

ჩასწყდა სიმი ანაჟღერი

გულ განგმირულს მგოსნის ქნარს!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen