კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:07
Advertisement

 

 

 

ის, რაც არ ითქმის, რასაც მალავენ,

მე გადავწყვიტე ვთქვა და გაგანდოთ,

როგორც უცნობი კაცის სალამი,

ანდა წერილი უმისამართო.

ოღონდ მაცალეთ - თავდავიწყებით

ვწოვო ზედაზნის ღრუბლის ჯიქანი,

ვსვა გაზაფხულის სუნთქვა ფიცხელი

კავკასიონის ბროლის ჭიქებით.

ოღონდ მაცალეთ - იქნებ ამოსკდეს

გულიდან, რასაც დიდხანს ველოდი

და ერთხელ კიდევ, უკანასკნელად

დავთვრე ამ ჩემი საქართველოთი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen