კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:40
Advertisement

 

 

 

სწავლა წყარო არს ცხოვრების,

სიბრძნე მისი ნაკადული

და ნაყოფი მათი ერთად -

შვება, ლხენა, სიხარული.

დედის რძესთან ვინც შეწოვა

მისი ქვეყნის სიყვარული,

მას გაუწმენდს სულსა და გულს

ეროვნული ნაკადული.

მაგრამ შრატსა დედინაცვლის

ვინც კი დააჯერა გული,

იმას უწევს ნაღველ-შხამად

ცხრა მთას იქით ნაკადული.

და შენც ყრმაო, თუ გსურს გახდე

შენი ქვეყნის ძე ერთგული,

შესვი წყარო ეროვნების!

გწამდეს მისი ნაკადული!..

გახსოვდეს, რომ სწავლა არის

წყარო!.. სიბრძნე - ნაკადული!..

და ნაყოფი მათი ტკბილი -

შვება, ლხენა, სიხარული.


ლექსები დედა ენაზე • • •     • • •  აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen