კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:19
Advertisement

 

 

 

უფალმა შეგქნა მიწიდან,

მოგცა ჭკუა და ღონეო;

დღითი დღე სწავლა ეძებე,

რაც გითხრა, გამიგონეო.


იგი მიეცი ყოველ კაცს,

რაც კი რამ მოიგონეო;

ისწავლე პირველად წიგნი,

სუყველას ჩააგონეო!


უთხარი: ხელი გასძარი,

რაც გითხრა, გაიგონეო;

ქართველი კაცი გმირი ხარ,

ძილს როგორ დაემონეო!..


ეცადე, სწავლა მიიღო,

მკლავში ხომ გიდგა ღონეო;

ისმინე ჩემი ნათქვამი,

რაც გითხარ, დაიხსომეო.


სწავლაა ბნელის ფარანი

და ამ ქვეყნისა ღონეო;

ქართველი კაცი გმირი ხარ,

ძილს როგორ დაემონეო!..

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen