კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:59

 

 

 

საახალწლო ლამაზ ზღაპარს

ქსოვს ზამთარი ბებერი,

დატრიალებს თოვლის პაპა,

როგორც მეკვლეს შეჰფერის.

აბა, განი,

აბა, ტაში!

გული ლხენით ივსება

საახალწლო კარნავალი,

გააჩაღეს ფიფქებმა.

ვაჟი ოქროსქოჩოიანი -

წელიწადი ახალი

ოქროს ეტლით მოგრიალდა,

მთა და ბარი დაჰხარის.

ნაძვის ხეებს დაურბინა,

ასფრად ააჩახჩახა,

მხიარული, სალაღობო

სიმღერებიც დასძახა.

მოფარფატე ფანტელები

თეთრად შემოგვაშუქა,

კარგი გოგო,

კარგი ბიჭი,

ყველა დაგვისაჩუქრა.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ