კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 09:30
Advertisement

 

 

 

ახალი წლის ღამეა

და სასწაულს ველი,

მალე დაჰკრავს თორმეტჯერ -

მიდის წელი ძველი.


ნაძვის ხესთან ვზივარ და

არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.

თოვლის პაპას რომ დავხვდე,

არ მსურს, დავიძინო.


გარეთ ცივა, სახლში კი

საამურად თბილა...

ჰოდა, შუაღამემდე

ჩამეძინა ტკბილად.


თოვლის პაპა მესიზმრა

და სიზმარი ახდა -

როცა გამომეღვიძა,

საჩუქრები დამხვდა.


ასე ჩუმად რად მოდის

თოვლის პაპა, ნეტავ?

შუაღამეს რად უცდის,

დღე რატომ ვერ ვხედავ?


ნატვრადა მაქვს ქცეული

თოვლის პაპის ნახვა...

კიდევ ერთ წელს მის მოსვლას

სად ვუცადო ახლა?...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen