კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 08:45
Advertisement

 

 

 

მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,

თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,

მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით

და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.


მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,

თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,

არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს

და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.


რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,

მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,

მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს რომ გაათბობს,

შეძახილები, როცა ღამით ახალ წელს ვხვდებით!


ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,

მძივად ასხმული ლოლუების წკრიალი ქარში,

მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,

და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!


მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,

დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,

შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,

ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen