კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 08:09
Advertisement

 

 

 

ზამთარია, ეს წელიც

წარსულისკენ მიცოცავს,

სულ მალე თოვლის პაპა

ახალ წელს მოგვილოცავს.


უღრან ტყეში ბაბუას,

სასახლე აქვს ზღაპრული,

ბავშვების სურათები

კედლებზე აქვს გაკრული.


როცა მოვენატრებით,

სურათებს ეფერება,

თოვლის პაპა ჩვენც გვიყვარს

გრძელ-თეთრ-ფაფუკწვერება.


სავსე ჭრელი ხურჯინით,

პაპა მოდის იმ ტყიდან,

მოგვესიყვარულება

დათაფლული სიტყვითა.


ბალიშის ქვეშ დაგვიწყობს

წინდებს, ჩირებს, ჯანჯუხებს

და კიდევ ერთ ახალწელს,

ხელგაშლილად გვაჩუქებს.


დღეს კაჭკაჭი მოფრინდა

მახარობლად პირველი,

გვითხრა: - "პაპას თან მოჰყავს

ყველა ნადირ-ფრინველი.


აუუ! რას გავიხარებთ!

როგორ მოვეფერებით!

მერე მოვრთავთ ნაძვის ხეს,

ნაირ-ნაირ ფერებით.


პაპას კოცნა-ალერსით,

დავავიწყებთ სიბერეს,

წრეში ერთად ჩავდგებით,

ვიცეკვებთ და ვიმღერებთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen