კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

 

 

სალი კლდე გასკდა... ნაკადი

გადმოჩუხჩუხდა ანკარა

და ბუჩქ-ბალახებს, ყვავილებს

თვის მოვლინება ახარა.


"აყვავდით" - ჩაურაკრაკა, -

გადაიფურჩქნეთ ველადო,

ნუ შეუდრკებით გვალვასა,

მოვლენილს თქვენდა მწველადო!


თან მომაქვს ძალა სიცოცხლის -

ეს შვების ნაკადულიო,

უხვად მოგირწყავთ ფესვებსა,

რომ გაგიმრთელდეთ წყლულიო!.."


და თან ჩუხჩუხით გასწია,

ტყე-მინდორ-ველი დაღარა,

შხეფებით მორწყო მიდამო,

გამოაცოცხლა, ახარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen