კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:59

 

 

 

არხევს ქარი

მწვანე აპრილს

ია-იით სავსე

კალთას,

კორდებს აყრის,

ბორცვებს აყრის,

ბილიკ-ბილიკ,

ხევ-ხევ ფანტავს.

დანარნარებს,

დაირხევა,

ტაოსთან თუ

ტაშისკართან,

ჰკრეს კამარა

ხარჯიხვებმა

და მზე რქებში

გაეხლართათ!

გაზაფხული გაუხარდათ

ხარირმებსაც,

მთასა მყვირალთ,

ეს ვაზი კი,

ამ ჭიშკართან,

ნეტავი რამ აატირა?


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ