კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:49
Advertisement

 

 

 

მშვიდობა შენსა მოსვლასა

კუდმაკრატელა ფრთოსანო,

გაზაფხულისა მორბედო,

მახარობელო მგოსანო.


ახლა კი ამიყვავდებით

იავ, ვარდო და სოსანო,

კვლავ შემომცინებ, მინდორო,

და ველო ხავერდოსანო!


ინდოეთიდან მოვიდა

ჩვენი პატარა შიკრიკი;

გვახარა: გაზაფხულდაო,

ტკბილად დაიწყო ჭიკჭიკი.


კუთხე არ დარჩა სოფლისა,

სუყველგან შეინავარდა;

მერცხალი მოფრენილაო,

ხმა სიხარულის გავარდა.


მთებში დამდნარა ყინული,

კალთებზე ორთქლი ავარდა;

ახლა ხომ გჯერათ, ბალღებო,

ზამთარს რომ ჯანი გავარდა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen