კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:02
Advertisement

 

 

 

გაზაფხულდა, გაზაფხულდა

და მერცხალსაც მალე ველი,

მომივა და მაშინ სულ მთლად

ამწვანდება მთა და ველი.


ნაზი ია სალამს მოგვცემს,

გაიშლება წითლად ვარდი,

და დილ-დილით ნამს დააფრქვევს

მათ მაღლიდან ცა ლაჟვარდი.


შოშიაც ხომ მოფრინდება,

გაიახლებს ყოფილ ბუდეს,

თავქოჩორა ტოროლას ხმაც

გააღვიძებს ცისა ზღუდეს.


ზამთრის სუსხის მოგონება

ჩემს გულს ვეღარ დააღონებს,

გავალ მინდვრად, ტოლ-ბიჭებთან

ყვავილების შევკრავ კონებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen