კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:18

 

 

 

მოვიდა აპრილი,

ბიბინებს ბალახი. 

ეზოში ბეკეკა 

კუნტრუშობს მალაყით.


ხეს წყალი ჩაუდგა, 

გაშალა კვირტები, 

მინდვრებში აღელდნენ 

ჯეჯილის ზვირთები.


ერდოზე მერცხალი 

შრომობს დამსვიდებით, 

ბუდეებს აგებენ 

ჩიორა ჩიტებიც...


ბოსტანში ღიღინით 

ფუსფუსებს ბებია, 

ჭაღარა ბაბუას 

ის შეჯიბრებია!


სკოლიდან მორბიან 

ბავშვები ყიჟინით, 

მხარში უდგებიან, 

შრომობენ ისინიც.


მზე ცაში ლივლივებს 

ოქროსფრად დაღვრილი, 

ამღერდა ქვეყანა, 

გუგუნებს აპრილი! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ