კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:06

 

 

 

სუნთქვა შესწყვიტა ზამთარმა ცივმა,

სითბომ შესცვალა ამინდი ქუში

ისევ მოვიდა მაისის წვიმა

და სიხარული ამინთო გულში.


მზე დაიღვარა ვარდისფერ ნისლზე

მზეს კვლავ სამზეო აურჩევია

ეს გაზაფხულიც მოვიდა ისე,

როგორც ყოველთვის მაისს ჩვევია.


მოვიდა გრგვინვით და ამბოხებით,

თეთრ ყვავილების კორიანტელით

პირველი ელვის ერთი მოქნევით

ერთად აანთო ასი სანთელი.


ბევრჯერ მინახავს ზეცა მჭექარი,

და აყვავება ანთებულ ხეთა,

მაგრამ ამ მაისს ისე შევხარი,

თითქოს გაზაფხულს პირველად ვხედავ.


მესმის, ცხელი და ანკარა სხივი,

ყვავილის თასში როგორ წკრიალებს

გამარჯვებული არწივი ჰყივის

და ჩემს სამშობლოს თავს დასტრიალებს.


ამღერებულან მთები და ველი,

სული ჩაუდგამს ხესა და რკინას,

თითქოს მაისის პირველი ელვით,

ახლადშექმნილი ქვეყანა ბრწყინავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ