კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 13:57
Advertisement

 

 

 

სად ხარ, მოდი, მოჭიკჭიკდი,

მომენატრა შენი სახე,

ძველი ბუდე აივანზე

ხელუხლებლად შეგინახე.

ფრთა გაშალე, ინავარდე,

ველ-მინდვრები ისევ ნახე,

შეგიძლია მშვიდად იყო,

არ დაგიგებს არვინ მახეს...

მაგრამ როცა შემოდგომა

ჩამოდგება ბარში ნელი,

ტყეს სიყვითლე დაეტყობა

და გასცვივა ხეს ფურცელი,

ფოთლის ნაცვლად ბეღურები

შეეფრქვევა ტიტველ რტოებს,

შენ წახვალ და ჩვენ აქ ვრჩებით

და დროებით მიგვატოვებ,

მაგრამ ჩვენი მეგობრობა 

მაინც დაძლევს მძიმე ზღუდეს,

მოფრინდები ჩვენთან ისევ,

რადგან აქ გაქვს შენი ბუდე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen