კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:00

 

 

 

ოქროს ზეცა, ოქროს მიწა.

ოქროს ტყე და ოქროს ჭალა,

ბინდი, ჰაერში რომ იწვა,

მთებზე ნისლად გაიშალა.

მოლაღურებს გზა დაებნათ,

ერთურთს ვეღარ იპოვნიან

და იღვრება ქარვისფერი

შემოდგომის სიმფონია.

სევდიანად მღერის ცაცხვი,

ბაღში ქარი არხევს ატამს,

რტოებს დამჭკანარ ფოთოლს აცლის

და უაზროდ ირგვლივ ფანტავს.

იბადება დილა ტანჯვით,

თითქოს ლექსის სტრიქონია

და იღვრება ქარვისფერი

შემოდგომის სიმფონია.

ტირის რუ და ტირის ღელე,

ტირის გულამოსკვნით წყარო,

აწ ფუტკარი ყვავილთაგან

განძარცულ კორდს აღარ ყვარობს.

ახლა ჩნდება, სიყვარული

ნაღდია თუ ლიტონია

და იღვრება ქარვისფერი

შემოდგომის სიმფონია.

ყველა დღე და ყველა ღამე,

ყველა წუთი, ყველა წამი,

ხდება უცნაურად ტკბილი,

გავეკიდო უკან ლამის.

ეჰ, ვინ მოთვლის, სიყმაწვილევ,

რაც ამ გზებზე გვიქროლია

და იღვრება ქარვისფერი

შემოდგომის სიმფონია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ