კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:18
Advertisement

 

 

 

ხმელი ფოთლები უცებ დამფრთხალი

წიწილებივით ქარში გარბიან,

შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,

მეც შემარყია და დამარბია.


შენი ქვეყნიდან მესმოდა მუდამ

სხვა ფერთა თრთოლვა და სხვა ვედრება.

და ახლა სული ჩემსავე სხეულს

შეელეწება და შეემტვრევა.


შენი ზეციდან მესმოდა მუდამ

სხვა ფრთების რხევა და სხვა დუმილი

და მეც შენდობას ვითხოვდი, როგორც

ცოდვილი, ანდა ძე შეცთომილი.


შენი მთვარე ვარ და შენი სიზმრები

ქარში აღმართულ კედლებს მახლიან,

შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,

მეც დამარბია და დამანგრია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen