კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:58
Advertisement

 

 

 

ცაში ღრუბლებს გაუმართავთ

ჯირითი და მარულა,

ხვავრიელი შემოდგომა

ჩუმად შემოპარულა.


პაპა რთვლისთვის ემზადება,

ბებო ითვლის ვარიკებს,

-  შორს ნუ წახვალთ, გაწვიმდება,

შვილიშვილებს გვარიგებს.


ზვარში ვაზი გაზნექილა

დამკრახული მტევნებით,

იხეხება, ირეცხება

დევისხელა ქვევრები.


თბილ ქვეყნებში გაფრენილან

წეროების გუნდები,

მიხარია, მეც რომ მალე 

სკოლაში დავბრუნდები.


ვიცი, ჩემი საქციელი

პაპას მიაქვს გულამდე,

კარგი სწავლით გავახარებ

მომავალ ზაფხულამდე.


შვიდი წლისა გავხდი უკვე

ოცდა ხუთში მკათათვის,

რა ხანია პაპაჩემი

მე პატარა კაცად მთვლის.


თოხი გამოაჭედვინა

ჩემთვის მჭედელ ასალოს,

გვერდში უნდა დამიყენოს

და კაცობა მასწავლოს.


პაპამ მითხრა: "შრომამ გვზარდა

მე და ჩემი ძმებიო,

ჰოდა, თუ არ იზარმაცებ,

კაცად გაიზრდებიო".

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen