კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:19
Advertisement

 

 

 

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,

დაპურდი, გახდი ყანაო:

იკურთხოს იმის მარჯვენა,

ვინც გთესა, მოგიყვანაო!


დაპური, ჩემო ნუგეშო,

იზარდე თანდათანაო;

ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,

მზემ შუქი გფინოს თანაო.


ქარმა გაღელვოს ზღვასავით,

მწყერმა მოგძახოს ნანაო;

იზარდე, გაახარევი

ყმაწვილი ჩემისთანაო.


შრომის შვილი ვარ ყარიბი,

არავინ გამიტანაო:

ვისაც კი ძმურად მივენდე,

მან გულს დამასვა დანაო.


ნეტავი აქ არ მამყოფა, 

ქალაქში ჩამიყვანაო:

მასწავლა რამე ხელობა,

მასწავლა ანა-ბანაო.


ამაღლდი, თავი დაისხი

ჯეჯილო, ნორჩო ყანაო;

იმისი საზრდო შეიქენ,

ვინც გთესა, მოგიყვანაო.


ნამგლებით გარსა გეხვივნენ

ბიჭები ჩემისთანაო:

პეტრე, გიორგი, თევდორე,

ბესო და ალმასხანაო.


ჯერს უმზადებდეს თინია,

ა იმ ბერ კაკლებთანაო:

სოსოს ხელადა მოჰქონდეს,

ცივცივი წყაროდანაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen