მკათათვე დადგა, ჩამოცხა, ხმელია ყანა სამკალი; სიცხისა ლული ტრიალებს, მუშის მტანჯველი, ტიალი.
ნამგლებს გაუდის ჟღრიალი, ჰაერი აღარ მოძრაობს, არ ისმის ფოთოლთ შრიალი.
დარბიან გოგო-ბიჭები; ღორ-ხბო დაყრილა ჭალის პირს სიცხით შეჰკვრიათ კრიჭები.
ქოფაკი ძაღლი თოლია, ჩირგვს ქვეშა წამოწოლილა, სადაც რომ რბილი მოლია.
გადუღეღიათ გულები; ყანის მკას მწკრივად მისდევენ, ვით ერთად გადაბმულები.
მიწყნარდა ნამგლის ტრიალი; ფრინველთა მორთეს გალობა, ფოთლებმაც იწყეს შრიალი.
სიმღერას გააქვს გრიალი. ძნით დადებულმა ურმებმა უსაპნოდ მორთეს ჭრიალი.
უკან მოსდევენ ხბორებსა; თოლიაც თავის თეთრ კუდსა მორბის და მოაქროლებსა. |