შემოდგომის მზემ საამოდ
ააფერადა ტევრები...
მეზვრემ დაკრიფა ყურძენი,
დაწურა ლალის მტევნები.
კეკლუცები და ახლები
აივსნენ ოდა-სახლები.
შინ ფუსფუხებენ ქვაბები,
მარანში - სავსე ქვევრები.
ხილი დახვავდა ბეღლებშიც
სხვენებზე დაუტევრები.