ვიშ, გენაცვათ! ეს რა არის? შეხეთ სახურავის კიდეს! ამოდენა ჩურჩხელები ნეტავ წუხელ ჩამოკიდეს?!
გაანძრიე ეგ ხელები! გამო გარეთ! აი, ხედავ: რამოდენა ჩურჩხელები!
სულ ტყუილად გამახარე! მე მეგონა, თუ ბებიკოს ჩურჩხელები კვლავ მოპარე!
შენ რომ ღამე ტკბილად გძინავს, სახურავზე ჩამონადენ წვეთს წვეთებზე მიაყინავს.
გუშინ ხტოდნენ წყლის წვეთები, აი, ხედავ: დაეკიდა ლოლუების ზედ სვეტები!
მაშინ, ვანო, რას იზამდი? - რას ვიზამდი? ნელა-ნელა სათითაოდ სულ შევჭამდი!
მე კი სულაც არ მაჭმევდი? - რატომ, რატომ, როგორ არა! ერთ ცალს შენც კი მოგართმევდი! |