კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 29 მარტი 2026 14:06

 

 

 

თოვლი მოდის, სასეირნოდ

გამიყვანა ბებუკამ,

- უი, არ გაცივდეო და

იცით, როგორ შემფუთა?


ტანზე - თბილი ქურთუკი,

თავზე - ქუდი ყურებით,

ფეხზე - ჩექმა მუხლამდე,

პირზე - კაშნე ბურთებით,

რა თქმა უნდა, ხელთათმანიც,

აღარ დვჩანვარ სრულებით!


... თოვლის ფაფუკ ფანტელს კი

სურდა ჩემი გაცნობა,

მაგრამ რადგან არ მიჩანდა

არც შუბლი და არც ლოყა,


როგორ ფიქრობთ, რა ქნა ფიფქმა?

ცხვირის წვერზე მა-კო-ცა!

შეიძლება დაგაინტერესოთ