კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 მარტი 2026 14:12

 

 

 

მოვიდა თეთრი ფიფქებით

ზამთარი, მკაცრი გუნების.

აფორიაქდნენ ჩიტები,

უცემთ პაწია გულები.


ჩიტებო, ალბათ, შეგცივდათ

და ცრემლით ივსებთ შავ თვალებს,

ნუ დარდობთ, ბებოს ვეტყვი და

მოგიქსოვთ თბილ ფრთათათმანებს.


მერე კი ერთად ვიცელქოთ,

სხვაგან რომ დაფრენთ გუნდებად.

ნუ დაღონდებით ჩიტებო,

სულ მალე გაზაფხულდება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ