კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:05
Advertisement

 

 

 

ეს საოცნებო ფანტელი ფიფქის

თეთრი ფქვილივით ზეციდან იფქვის

მოდის და თითქოს ოცნებას მპარავს

თან ქუჩას თეთრი საბანი ფარავს

რომლის ქვეშ მიწაც ინახავს სითბოს

დაბნეულია გამვლელიც თითქოს

და იმის შიშში არ მოხვდეს გუნდა

საბრალოს სახლში შეასწროს უნდა

ყურება მიყვარს ფიფქების ვარდნის

როდესაც თოვლი მაღლიდან ბარდნის

და თუკი თეთრად მინდვრებზე დადებს

სულიდან ვიღებ ვინ იცის რამდენს

ნაღველს და სევდას ფიქრებს და დარდებს

გულში სათუთად ნამალს და მოვლილს

და პირველ მოსვლას ვზეიმობ თოვლის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen