კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:59
Advertisement

 

 

 

თავდავიწყებით მღეროდა თოვლი,

მთელ ღამეს თრთოდა ექო სიმღერის,

უსპეტაკესმა სითეთრემ ყოვლის

კვლავ დაუბრუნა ქალაქს იერი.


მეც ვუბრუნდები სიმშვიდის წიაღს,

მეც მივატოვე სისუსტე კაცთა

და მავიწყდება ის, რასაც ჰქვია

აუხდენელი სურვილის განცდა...


მოედო ქალაქს, როგორც ნუგეში,

გამყუჩებელი ტკივილი ყოვლის

და მთელი ღამე მყუდრო ქუჩებში

თავდავიწყებით მღეროდა თოვლი.

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ გაფრინდაშვილი  • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen