თითებშუა, ანთებული,
ჩანდა სიგარეტი.
დამესიზმრე, მამაჩემო,
ნაღველს იქარვებდი.ასე მალე რამ გაგაქრო,
ღვთის ნაზელო თიხავ?!
შევკრთი, დაუჯერებელად
ახალგაზრდა იყავ.წახველი, თან წაიყოლე
დარდი მარადისი...
ფერფლიც რომ არ დაგრჩენია,
თქმა გეწადა რისი?!