კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:36

 

 

 

ერთი სურათი მატირებს,

ასე: საათის სამზე,

დგას მამაჩემი, დავითი,

შვილის სამარეს დამზერს.

მარტია. პალტო აცვია.

ჯვარს მერამდენედ აცვეს.

გული ფსკერამდე ჩაწვია

განწირულია აწვე.

გავს შავი მიწა საფლავის

გაფხვიერებულ ნახნავს...

იმ შვილის გვერდით, გვემული,

თვითონ მარხია ახლა.


ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ