კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:40
Advertisement

 

 

მარცვალი სიტყვაა ან სიტყვის ნაწილი.

მაგ., ხე მარცვალია და ამავდროულად სიტყვაცაა. მაგრამ იგივე ხე სიტყვის ნაწილია შემდეგ ორ - და მეტმარცვლიან სიტყვებში: ხე-ლი, ხე-ლო-ბა, ხე-ლი-ა-ნი, სა-ხე-ლო-ვა-ნი.

მაშასადმე, ერთმარცვლიან სიტყვებში მარცვალი და სიტყვა ერთი და იგივეა, ორ - და მეტმარცვლიან სიტყვებში კი მარცვალი სიტყვის ნაწილია.

თუ მარცვალი მარტო ხმოვნით არის გადმოცემული, მარცვალი და ბგერა ერთი და იგივეა.

მაგ. ი-ა.

თუ მარცვალი ხმოვანთან ერთად ერთ ან რამდენიმე თანხმოვანსაც შეიცავს, ხმოვანი მარცვლის ნაწილია, მაგალითად: და, ძმა, ხვნა, ცეცხლს, წვრთნა.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები, სიტყვები დამარცვლეთ და აღნიშნეთ:

ა) რა შემთხვევაშია მარცვალი სიტყვა და რა შემთხვევაში - სიტყვის ნაწილი;

ბ) რა შემთხვევაშია მარცვალი და ბგერა ერთი და იგივე.

1. ლომს ტყეში ეძინა. თაგვმა ტანზე გადაურბინა. ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა. (გოგ.).

2. გახსოვს, შენ რომ მე დამცინე? ახლა ხომ ხედავ, რომ პატარა თაგვსაც შესძლებია დახმარება დიდი და მძლავრი ლომისთვის? (გოგ.).

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen