კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:55
Advertisement

 

 

 

თბილისის ზეცას, ღრმას და უძიროს,

გადაეფარა მწუხრის ზეწარი.

სახლთა ამ ჩონჩხებს როგორ ვუცქირო!

ამ უბედურ დღეს რად მოვესწარი!

ნაცნობი ქუჩაც, გზაჯვარედინიც,

თვალდათხრილია და შავად ბოლავს...

ისევ მობრუნდა ჯალალედინი?

ისევ წავაგეთ კრწანისთან ბრძოლა?

არა! კაენის ჰკივის მახვილი,

ეს ძმისმკვლელს დარჩა კვალი შავბნელი,

ცას შეჰღაღადებს სისხლი დაღვრილი,

უღვთოდ დაღვრილი სისხლი აბელის.

ვაი, ქალაქის ძვლებო ბებერო,

ვაი, დაშლილო ხანძრით, ქვიტკირო!

რომელი ერთის ფერფლს მოვეფერო,

რომელი ერთი ძმა დავიტირო?!

და როცა ვწყევლი განხეთქილებას,

ცრემლიან თვალებს მივაპყრობ ცისკენ...

დავდივარ,

მტკივა

და მეტირება...

უფალო, გვიხსენ!

უფალო, გვიხსენ!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen