კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:06
Advertisement

 

 

 

გრძნობა როგორ დაგიამო,

ან რა ლექსი გიმღერო?

ქალო, ალვისტანიანო,

ვარდისა და მზის ფერო!


ნუთუ აღარ გაგახსენდი,

რაც აქედან წახველი?

ო, ნეტავი ერთად იყოს

თბილისი და წაღვერი...


თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი

თუ მიდამოს გავცქერი,

მომანათებს შენი სახე

და თვალების ჩანჩქერი.


შენზე ფიქრებს გადავურჩე,

თუ თბილისის მზეწვიას?..

ვერ მოვუსწარ მატარებელს,

ეს რომ გამომეძია.

ბევრი კოცნა დაგადევნე,

ერთიც ვერ მოგეწია!..


აგერ თითქმის სამი თვეა,

რაც დატოვე ეს მხარე

და წერილიც არ მომწერე,

ერთხელ არ გამახარე!


შენ ნაძვნარში დასეირნობ,

მე კი მადნობს ივლისი,

ო, ნეტავი ერთად იყოს

წაღვერი და თბილისი!..


იქნებ სხვაზე გადამცვალე,

სხვას აენთე კელაპტრად?!

არ გიყვარვარ? ჩემი ლექსი

აბა, რად მოგენატრა?!


თუ გიყვარვარ, რად გამირბი,

რატომ თავაზიანობ?

თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა

ეჭვით დამაზიანო?

ჩემო ვარსკვლავთვალიანო,

მთვარის თანაზიარო!


ჩემი გრძნობა წმინდა არის, 

ვით ანკარა მთის წყარო,

და მგოსანზე უკეთესმა

ქვეყნად ვინ შეგიყვაროს?!


პოეზიის სურნელება

მსურს, რომ გადმოგიღვარო,

სიხარულის დღეებია,

მოდი, ჩვენც გავიხაროთ!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen