კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:21
Advertisement

 

 

 

მე არაერთი გზა გადავლახე,

ბევრი ოცნება გულით ვატარე,

ქვეყნად რამდენი ქალაქი ვნახე,

ყველა, თბილისო, შენ შეგადარე!


თბილისო, ჩემი ოცნების წყაროვ,

ძველთაგან მოგსდევს ძალა მთებური

შენი ნათელი მომავლით ვხარობ

საკუთარ ხვედრზე ჩაფიქრებული.


ქუჩებს და ხიდებს და სახლებს შენსას

თავს დასტრიალებს ჩემი ფიქრები,

გიმღერი იმას, რაცა ხარ დღესა,

და იმას ჩემო, რაც ხვალ იქნები.


ვის გაუყვია ჩემი და შენი

გაღიმება ან გულის ჭრილობა,

შენ ჩემი კარგი სიმღერა გშვენის

მე შენი ლაღი მხარგაშლილობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen