კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:06
Advertisement

 

 

 

მამადავითზე ნუში აყვავდა,

ის ჩვენი წყნარი, კეთილი ნუში.

მე დამაშვრალი ისევ კარგად ვარ,

ახლა სხვა ვარ და სხვა ვიყავ გუშინ.


მოვეშურები - გიპოვო ისევ,

ვიპოვოთ ჩვენი კრიალა ქუჩა,

მოვეშურები ღიმილით პირზე

და მაინც ყველა ღრუბელზე ყუჩად.


მოვეშურები გაშლილი ნებით,

მე ახლა არ მსურს, ვიყო უშენოდ...

და თქვენაც, ჩემო ძვირფასო მთებო,

და მთაწმინდაზე მდგარო ნუშებო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen