კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:11
Advertisement

 

 

 

დილით კვირადღეობით,

როცა ქალაქს სძინავს,

აზრიალებს მთელ უბანს

"ყვავილების მიწა".

სურნელებით, მხნეობით

აივსება ქალაქი,

როგორც ვეებერთელა

ყვავილების კალათი.

ბანზე გადმოდგებიან,

ჩვენი ლამაზმანები,

ყვავილების ქოთნებით

დამშვენდება ბანები.

გოგოებო იყიდეთ

ყვავილების მიწა,

გოგოებო იყიდეთ

ყვავილების მიწა.

ვაი, შე საცოდავო

მაგ ყვირილზე გიცან

ცოცხალი ხარ კიდევა

შინდისელო ბიძავ.

ჩანს თბილისის სახეზე

როგორც ძველი ნახმლევი,

ყანწებივით ქუჩები

ქოთნებივით სახლები.

გაქრა ძველი თბილისი

თავის ციებ-ცხელებით,

თავის მაწვნის ქილებით,

სახედრებით, ცხენებით...

მე კი, როცა მოვკვდები

არ ვინაღვლი, ვფიცავ,

მოვიდოდე ოღონდაც

ყვავილების მიწად.

და თბილისის ქუჩებში

დამატარონ მკვირცხლად,

გოგონებმა მიყიდონ

ყვავილების მიწად.

ბანზე გადმოდგებიან

ჩვენი ლამაზმანები

ყვავილის ქოთნებივით

დამშვენდება ბანები.

გოგოებო იყიდეთ

ყვავილების მიწა,

გოგოებო იყიდეთ

ყვავილების მიწა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen